უცხოეთი
საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მან სუფთად მოუგო საგი მუკის ისრაელიდან.
ამრიგად შავდათუაშვილის ანგრიშზე უკვე ორი ოლიმპიური მედალია, ოთხი წლის წინ ლონდონში მან ოქროს მედალი მოიგო 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
მეორე ბრინჯაოს მედალი რიოს თამაშებზე ბელგიელ დირკ ვან ტიკელტს შეხვდა.
ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი შოხეი ონო გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს მოუგო.