სამართალი
დუნია მიატოვიჩი: „საქართველომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია ხელშესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართოდ აღიარებულ პროგრესს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. მიატოვიჩი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება შეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ და პლურალისტულ მედიაგარემოს. მიატოვიჩი მზადყოფნას გამოხატავს, დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელი რეკომენდაციები.

წერილში მიატოვიჩი მადლობას უხდის მიხეილ ჯანელიძეს მიმდინარე წლის 6-7 ივლისს თბილისში გამართული რიგით მე-13 სამხრეთკავკასიური მედიაკონფერენციის მასპინძლობისთვის.