სამართალი
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ. . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,4071 გრ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შეიცავს.

ნ. შ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.