პოლიტიკა
საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკის სახელით ქარელის რაიონში წარდგენილია ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი; ნაძალადევსა და თემქაზე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი კახაბერ კორძაია; სიღნაღსა და დედოფლისწყაროში - ბავშვთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ნაირა ალავერდაშვილი; ახალციხესა და ადიგენში წარდგენილია გოდერძი კუბლაშვილი, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება აქვს.
"პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი წარდგენილი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია.