პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 „ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთობლივად, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამისთვის დავგეგმეთ სამუშაო ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი ინტენსიურად იმუშავებს სტრატეგიაზე, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. ამ სტრატეგიაში გაწერილი იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აუცილებელია ნატოში ჩვენი ინტეგრაციისთვის, აუცილებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისათვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ.