უცხოეთი
აშშ–ის ელჩი თურქეთში პუტჩისტების მეთაურს პუტჩის წინა დღეს შეხვდა!

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთში გაასაჯაროეს სქრინშოტი სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერიდან, სადაც ასახულია თურქეთში აშშ–ის ელჩი ჯონ ბასის (აშშ–ის ყოფილი ელჩი საქართველოში) შეხვედრა ჩაფლავებული სახელმწიფო გადატრიალების წინა დღეს ამბოხებულთა ერთ–ერთ ლიდერთან.

 ჯონ ბასმა განაცხადა, რომ შეურაცხყოფილია ბრალდებებით მისი ქვეყნის მიმართ და რომ ვაშინგტონს არავითარი როლი არ უთამაშია სტამბულის პუტჩში: „ამერიკის ადმინისტრაცია ანკარას შეატყობინებდა გადატრიალების მზადების შესახებ, ასეთი ინფორმაცია რომ ჰქონოდა!“.

 ფოტოზე ასახულია ელჩი ჯონ ბასი და ცნობილი პოლკოვნიკი კაფე „Cengelkoy“–თან, სტამბულში, 14 ივლისის დილას, ბასი კი ირწმუნება, რომ სტამბულში მხოლოდ 15 ივლისს ჩავიდა და საელჩოში 21:30 წუთზე გამოცხადდა, როცა პუტჩი უკვე დაწყებული იყო. ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ფოტო თურქული სპეცსამსახურების მიერაა გაყალბებული, რომლებიც აშშ–ის წინააღმდეგ სამხილებს „კერავენ“.