საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მომავალი მოლაპარაკებები, რომელიც სანკტ-პეტერბურგში შედგება, ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობების დასაწყისად იქცევა. აღნიშნულის შესახებ მან TACC-თან ინტერვიუში განაცხადა, - იუწყება rbc.
"ეს ისტორიული ვიზიტი იქნება, ახალი დასაწყისი. მოლაპარკებებზე ჩემს მეგობართან ვლადიმერთან, მჯერა, რომ გაიხსნება ახალი გვერდი ორმხრივ ურთიერთობაში. ჩვენი სახელმწიფოები ერთად ბევრს გააკეთებს", - განაცხადა ერდოღანმა.
ინტერვიუში პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროკავშირი.
"53 წელია, რაც ევროკავშირი გონებას გვირევს. ჩვენ მეთოდურად ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას და იმავეს ველით ევროკავშირისგან. ალიანსმა უარი უნდა თქვას ორმაგ სტანდარტებზე", - განაცხადა ერდოღანმა.