საზოგადოება
ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანს გონების დაკარგვამდე სცემა

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ „მარშალპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა.

2 აგვისტოს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია და მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი წააქცია და წიხლით შედგა, მაჭავარიანმა ცემის დროს გონება დაკარგა.

ჩხუბში გაშველებას კონფლიქტის შემსწრე ნაცმოძრაობის სხვა წევრები ცდილობდნენ, თუმცა მელია აფექტურ მდგომარეობაში იყო და მიხეილ მაჭავარიანის გამოხსნა გამშველებლებს ძალიან გაუჭირდათ.

დაპირისპირება მაჭავარიანსა და მელიას შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის უფროსი გახდა.

ნაციონალების ლიდერებს შორის დაპირისპირების თემა ახალი არ არის და თითოეული საკუთარი გავლენისა და გუნდის გაძლიერებისთვის იბრძვის. ნიკა მელიამ თავისი გუნდი ყოფილი ძალოვნებით, ე.წ. ზონდერებით დააკომპლექტა და პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საპროტესტო აქციების დარბევებში გაწაფული პირები შეიყვანა.

ნაცემი მიხეილ მაჭავარიანი პარტიულ ღონისძიებებს ვეღარ ესწრება.