სამართალი
საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორი თეა ჭ. და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის მოქალაქე ფუჭუნ ჟ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.