საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა თელავში კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილია.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატია კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.
ახმეტაში „ქართულ ოცნებას“ წარადგენს პარლამენტარი გელა სამხარაული.
ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში გურამ მაჭარაშვილი.
გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ეკონომისტი დავით სონღულაშვილი.
საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ფინანსისტი რომან მუჩიაშვილი.