აქტუალური
ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინვესტორების განაცხადების მიღების ვადა მესამედ გახანგრძლივდა

tavisufali-zona-kobuletiმთავრობამ ქობულეთის ტურისტულ ზონაში პოტენციური ინვესტორების განაცხადების მიღების ვადა მესამედ, ამჯერად 28 თებერვლამდე, გაახანგრძლივა. ინვესტორებს განაცხადების წარდგენის მეორე ვადა 15 დეკემბერს ამოეწურათ. როგორც ჩანს, ინვესტორებისთვის ქობულეთის ტურისტული ზონა არც ისე მიმზიდველი აღმოჩნდა.

სამთავრობო კომისიამ მხოლოდ 8 ინვესტორი გამოავლინა და ტურისტულ ზონაში დამტკიცებული 15 პროექტიდან 12 სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ქობულეთში ტურისტული ზონის განვითარების მიზნით, ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის პოტენციურ ინვესტორებს შეღავათები შესთავაზა. მშენებლობის დროულად დასრულების შემთხვევაში კი, ხელისუფლება ინვესტორს 15 წლით ქონება-მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ჰპირდება.