საზოგადოება
"გიგა ოთხოზორიას ოჯახს მთავრობა სახლს შეუძენს"- სუბარი

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლული გიგა ოთხოზორიას 7-სულიან ოჯახს ზუგდიდში სახლს შეუძენს.

 “ჩვენ გვქონდა შეხვედრა გიგა ოთხოზორიას ოჯახთან. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი. მათ კერძო სახლი აირჩიეს და ჩავსვით შესაბამის პროგრამაში. საკითხი მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ, რადგან თანხა, რაც სახლის შეძენას სჭირდება, დადგენილ ფარგლებს სცილდება. საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ოთხოზორიების ოჯახს ზუგდიდის ცენტრში მათ მიერვე არჩეული სახლი გადაეცემათ“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.