საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე NDI-ს გამოქვეყნებულ ახალ კვლევას აფასებს.
„NDI-ს გამოკითხვები რაცაა, ყველამ ვიცით და უკვე კარგა ხანია, სასაცილო გახდა მის ღირებულებაზე სერიოზული საუბარი, მაგრამ კიდევ უფრო სასაცილოა NDI-ს ქართველი ეპიგონების გამოკითხვები.
თანაც, ყველამ ყველაფერი იცის - ვისი შეკვეთით ვინ რას უწერს ამა თუ იმ პარტიას.
მე უმკაცრეს კანონებს შემოვიღებდი თაღლითობის წინააღმდეგ, დაწყებული თაფლის ფალსიფიკაციიდან და დამთავრებული გამოკითხვებითა და პოლიტიკური თაღლითობით. ცხადია, შესაბამისი სანქციებითა და სახდელებით.
სწორედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა იყოს პარლამენტის ყოველდღიური საზრუნავი და პარლამენტართა შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი.
სამწუხაროდ, ძალიან შორს ვართ ასეთი მიდგომებისაგან“, – აცხადებს მანჯავიძე.