საზოგადოება
კახეთში კვარაცხელიას პარტიის ყრილობა ჩაშალეს (ვიდეო)

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. თელავის მუსიკალურ სასწავლებელში ვალერი კვარაცხელიას სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველოს კახეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩისა და სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის (ორგანიზაციების, რომლებიც სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ გამოეყვნენ – საქინფორმი) მხარდამჭერებმა  ყრილობაზე დამსწრეთათვის ე. წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს, სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია და მისი მთავარი პარტნიორი უნდა იყოს.

 მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა–შემოხლაც მოხდა. მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი შეეწინააღმდეგა ყრილობაზე ახალგაზრდა აქტივისტის –ჟურნალისტის დასწრებას, რომლის შავ მაისურზეც რუსეთის პრეზიდენტის სახელთან ერთად უცენზურო სიტყვაც ეწერა. თემურ ფიფიას არ მოეწონა რომან ქევხიშვილის მაისური, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ მოისურვა მისი არგუმენტების მოსმენა, ამიტომ ფიფიამ მას სილა გააწნა, რის შემდეგაც რეხვიაშვილმა დამსწრე დეპუტატებს ქათმის კვერცხები დაუშინა.

 პოლიციამ ვალერი კვარაცხელიას თანამოაზრე დააკავა (ვიდეო იხ. აქ), თუმცა მალევე გაათავისუფლა, საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც ჩხუბისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს.