საზოგადოება
„როდესაც პარლამენტში უმრავლესობით დავბრუნდებით, აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას ქორწინების ცნების შესახებ“ – კალაძე

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქორწინების ცნების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ პარლამენტში არჩევნების შედეგად უმრავლესობით დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

 “პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა, ეს კანონი პარლამენტში უკვე შესულია და როდესაც პარლამენტში უმრავლესობით დავბრუნდებით, აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს ჩვენი ინიცირებული არ არის, მისი ინიცირება კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოახდინა, გაიარა ცესკო-ში და დღეს, როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.