პოლიტიკა
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მიხეილ სააკაშვილის და ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს (ვიდეო)

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. აქციის ორგანიზატორი პარტია “ჩვენი სამშობლო“ იყო.

 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ "ფაშისტი" ნაცმოძრაობის წევრები არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ.

 “ცოცხებს უკეთებდით ადამიანებს და კლავდით, სისხლისმსმელებო", -  ამ შეძახილით მოუკიდეს აქტივისტებმა ცეცხლი ფიტულებს (იხ. ვიდეო აქ).

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სკანდირებდნენ -  "მოღალატეებო!".

 "ნაცმოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს ხელმღვანელობდნენ ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი, რომლებსაც ისინი „პუტინის მონებს“ ეძახდნენ.

 აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე სიტუაციას  საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. სავარაუდოდ, დაკავებულია ერთი ადამიანი.