პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში სუს-ის უფროსმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის უფროს მადათ გულიევთან. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.