სამართალი
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაია ბ. და ნანა შ. თაღლითობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.
ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო საცხოვრებელი ფართის მიღება. ბინის სანაცვლოდ ბრალდებულებმა დევნილ პირს მოსთხოვეს და თაღლითურად გამოართვეს 2000 აშშ დოლარი.
ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.