საზოგადოება
"ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით აუცილებლად დავაფიქსირებთ ცვლილებას კონსტიტუციაში" - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია არაერთხელ, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე დააფიქსირა.

 „ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ აუცილებლად ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.