უცხოეთი
ტრამპმა ობამას არშემდგარი პრეზიდენტი უწოდა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ბარაობამა სისუსტის გამო გააკრიტიკა და მის პრეზიდენტობას კატასტროფა უწოდა.

 „შეხედეთ უკრაინას. ის უკრაინაში არსებულ სიტუციაზე საუბრობს, ასევე იმაზე, თუ როგორ ხისტად მოქმედებს რუსეთთან მიმართებაში. ამ დროს კი უკრაინას ყირიმი წაართვეს“ - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

 ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში აშშ-ის პოლიტიკა და ობამას აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე ცუდი პრეზიდენტი“ უწოდა.

 „მან აჩვენა სისუტე, ეს იყო არაეფექტური“ -განაცხადა ტრამპმა.

 აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მანამდე განაცხადა, რომ ტრამპს არა აქვს საკმარისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს.