საზოგადოება
„ვახტანგ კაპანაძის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვება კანონის მოთხოვნებზეა დამოკიდებული“ – ლევან იზორია

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. „ყველას ვაფასებ პროფესიული ნიშნით, მათ შორის  - ვახტანგ კაპანაძესაც. ძალიან ვაფასებ მის მიერ გაწეულ საქმიანობას. თუ კანონის მოთხოვნები ითვალისწინებს, რომ მას ექნება  შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაინიშნოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელად, გამორიცხული არაფერი არ არის“, -  აღნიშნა თავდაცვის ახალმა მინისტრმა.

 მისი თქმით, პოლიტიკური ფიგურა, ანუ მინისტრი, გენშტაბის საქმიანობაში არ ჩაერევა.

 „გუშინ  გენშტაბთან შეხვედრისას ვთქვი, რომ  მაქსიმალური დამოუკიდებლობა ექნებათ. ჩარევა იქნება, ბუნებრივია, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რა კომპეტენციაც მინისტრს აქვს“, -განაცხადა ლევან იზორიამ.