საზოგადოება
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კითხვას, ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რატომ არ მყარდება ლარის კურსი.
„ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ივლისის თვეში საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით.