საზოგადოება
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. პარტია “ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთში არ იხსნება საარჩევნო უბნები, რის გამოც ირღვევა რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება - საქართველოში ჩატარებულ სხვადასხვა დონის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მეჭიაური სამინისტროს სთხოვს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსეთში საარჩევნო უბნები გაიხსნას, თუნდაც საქართველოს ინტერესების გამტარებელი შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით.
ამასთან, მეჭიაური მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, შეუერთდნენ ამ მოთხოვნას.