სამართალი
შსს-მ წალკაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ანდრანიკ . - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო ჰაიკ . განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში დააკავეს.

ანდრანიკ თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ანდრანიკ მ-ს „ვინჩესტერის“ ტიპის სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ანდრანიკ მ. ადგილზე გარდაიცვალა. ჰაიკ მ-მ კი ბრალდებული ანდრანიკ თ-ს ნათესავი სამველ თ. „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.