სამართალი
ოთარ გვენეტაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

gvenetadze2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა დარბევის დროს, ადამიანი, რომელმაც „ქართული პარტიის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მისი ვინაობაც დაადგინეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე აღმოჩნდა. იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.