სამართალი
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2016 წელი, ივლისი)

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს, კერძოდ:

2016 წლის ივლისის თვე 764 022 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3,5 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივლისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 401 914 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,5%);

ბ) ტრანზიტი - 672 317 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);

გ) სხვა - 1 326 104 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,3%).

2016 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+4,4%), სომხეთიდან (-7,4%), თურქეთიდან (-7,9%), რუსეთიდან (-2,7%) და უკრაინიდან (+18,4%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.