სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ექვსმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

 სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი.