აქტუალური
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრის პირველი მოადგილე იქნება ლელა ჩიქოვანი, რომელსაც უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, არის ყოფილი სამხედრო ატაშე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა შსს-ს ადმინისტრაციას, ბოლო ერთი წელი იყოს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსიც.
მინისტრის კიდევ ერთი მოადგილეა ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორი.
„ნუკრი გელაშვილი ჩემი დოქტორანტი იყო. ერთად განვახორციელეთ საპატრულო პოლიციის რეფორმა და ორივე ვამაყობთ ამით“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.