საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. თინა ხიდაშელმა მინისტრად მუშაობის 15-თვიანი პერიოდიც შეაჯამა და განაცხადა:
"ამ ერთი წლის განმავლობაში მე და ჩემმა გუნდმა თავდაცვის სამინისტროში ბევრი ისეთი თემა გავაცოცხლეთ, რომელიც ტაბუდადებული იყო, რომელსაც არ ეხებოდნენ სხვა მინისტრები. თავდაცვის მინისტრობას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება და ეს ეხება ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას, ძალიან ფუნდამენტური რეფორმები არის განსახორციელებელი: უამრავი პრობლემებია როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე თავდაცვის სამინისტროში და იმ ტიპის რეფორმებია გასატარებელი, რომელსაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება... ვხუმრობ ხოლმე - ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ კარს შეამოაღებს და ქვეყნის უკეთეს მომავალზე იქნება ორიენტირებული, შაჰიდის ქამრით უნდა იაროს, რადგან ვადის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ეყოლება განაწყენებული, ვიდრე კმაყოფილი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.