საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. "ასეთ გადაწყვეტილებებს თავდაცვის მინისტრები არ იღებენ, ყოველ შემთხვევაში, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ასე არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ დღეს ცუდ ხასიათზე გავიღვიძე და აღარ მინდა თავდაცვის მინისტრობა", - განაცხადა ხიდაშელმა.
"ეს იყო პარტია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება. მათ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებს შეხვედროდნენ ერთპარტიული მთავრობით, ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის, რომელიც მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ვიბრძვი 20 წელზე მეტია... მაგრამ ასეთი იყო მათი გადაწყვეტილება და მე მთავრობის წევრი ვიყავი, რომელსაც ხელმძღვანელი ჰყავს და პრემიერის გადაწყვეტილება იყო, რომ ქვეყანაში, სადაც არჩევნები მოიგო კოალიციამ, რომელსაც 4 წლის განმავლობაში მართავდა კოალიცია, სადაც ყველა შეთანხმება იყო კოალიციური, სადაც შევთანხმდით, რომ კოალიციურად, სწორედ ევროპული დემოკრატიის მაგვარ რეჟიმში დაგვესრულებინა 4-წლიანი ციკლი... ეს არის ევროპა, ყველაფერი დანარჩენი არის ბოლშევიზმი! შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროზაული დასასრული გამოვიდა, სადაც ისევ ერთწლიან პარტიებზე უნდა გადავწყობილიყავით ყველანი, ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი გადაწყვეტილება იყო...", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.