საზოგადოება
"თინა ხიდაშელის ადგილას რამდენიმე საათს მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას" - სერგეენკო

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ყოფილი კოლეგის თინა ხიდაშელის შეფასებებს არ იზიარებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ამბობს, რომ ხიდაშელის ადგილას “ტემპერატურის დაწევამდე“ კომენტარების გაკეთებისგან თავს შეიკავებდა.

 „მე ჩემი ყოფილი კოლეგის თინა ხიდაშელის ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი . რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და გააზრებას, და არა პირდაპირ სანქციების დადებას, რომ ეს არის ბოლშევიზმი. ვერ დავეთანხმები ვერანაირად, მიუხედავად პიროვნული პატივისცემისა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.