საზოგადოება
"პრემიერმა დაუშვა მთავარი შეცდომა, როცა თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო უშიშროებას დაუქვემდებარა! თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა!" – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. თინათინ ხიდაშელი მის შემცვლელად ლევან იზორიას დანიშვნას ეხმაურება.

 „ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყებაა. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად? ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია - სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი, ეს რა მიზანს ემსახურება. შემიძლია, გითხრათ ცალსახად, რომ ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.