სამართალი
"საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და არანაირი არც გადაღება და ჩაწერა მიწარმოებია" – ტრისტან წითელაშვილი

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი.  ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, ის გასაიდუმლოებულ ბაზაზე არ ყოფილა და არც გადაღება საიდუმლო ობიექტებზე არ უწარმოებია. წითელაშვილის განმარტებით, ის იმყოფებოდა თელეთის მთაზე, სადაც გიგი კალანდაძეს გადაყვანილი ჰყავდა მოპარული ტექნიკა.

 „მე საიდუმლო ობიექტებზე არ ვყოფილვარ და არანაირი არც გადაღება და ჩაწერა მიწარმოებია. მე ვიყავი თელეთის მთაზე, სადაც იმ დროს, როდესაც გიგი კალანდაძე იყო გენერალური შტაბის უფროსი, მას ჰყავდა გადაყვანილი იქ მოპარული ტექნიკა. მე მზად ვარ ვითანამრომლო პროკურატურასთან და შესაბამისად გადავაწოდო ის მასალები, რომელი მასალებიც პირდაპირ არის დაკავშირებული იმ მოპარულ თანხებთან და ფულთან, რომელიც მოიპარა სააკაშვილმა, კალანდაძემ, კეზერაშვილმა, ბაჩანა ახალაიამ“, - განაცხადა წითელაშვილმა.