სამართალი
"ხიდაშელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ვადანაშაულებ" – ტრისტან წითელაშვილი

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ყოფილი პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, პროკურატურას ენდობა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მზადაა, პასუხი აგოს. წითელაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება.

 „მე ვიყავი თელეთის ბაზაზე, მე ჩავაყენე საქმის კურსში გენერალური ინსპექციის უფროსი, ბატონი ხორბალაძე. ბუნებრივია, გენერალური ინსპექციის მეშვეობით მინდია ჯანელიძე საქმის კურსში იყო და მანაც დაიწყო ამ საქმეების ირგვლივ მასშტაბური მუშაობა და გამოძიება. ხიდაშელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ვადანაშაულებ. ამიტომ იყო, რომ პირდაპირ უთხრა გოდერძი ორმოცაძეს, შენ ხარ მეგობარი პირადად ჩემი მტრისო, ამიტომ შენ სამსახურში არ უნდა იყოო“, - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.