პოლიტიკა
„ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრისას განაცხადა.

 შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას შეეხო. საუბრისას ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხსაც.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაყოფიერად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა და იმედი გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები უწყებათაშორის ფორმატში გადაწყდება.

 შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.