რელიგია
„თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს!“ - ილია მეორე

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი.  ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ილია მეორემ პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიაზე მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დალოცა.

 „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად. წმინდა ილია წინასწარმეტყველი დიდი წმინდანია, მის სახელში ღმერთი ორჯერ არის ნახსენები. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! - განაცხადა პატრიარქმა.

 „მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ჩვენი თვალით ვიხილეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რწმენის აღორძინება და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ! - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.