პოლიტიკა
საქართველოს მთავრობაში უახლოეს მომავალში ცვლილებები განხორციელდება

gogaთანამდებობას დატოვებენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე.

ინფორმაციის თანახმად, კობა სუბელიანს ბოლო პერიოდში დევნილთა მხიდან აგორებული პროტესტის გამო მოუხდება თანამდებობის დატოვება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობაში უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, თუმცა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებსა და გადადგომის ფატს არ ადასტურებს. როგორც სუბელიანის პრესსამსახურმა საქინფორმს განუცხადა, მინისტრმა თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველად გაიგო!

რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრთან თურმე უკვე დატოვებული აქვს. თუმცა მისი გადაყენება 20 იანვრის შემდეგ მოხდება. საქინფორმი დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს და ჰკითხა, სიმართლეს შეესაბამებოდა აღნიშნული ინფორმაცია თუ არა.

გოგა ხაჩიძე:

– ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის, მით უფრო არც განცხადება დამიწერია არსად არაფერზე...