პოლიტიკა
„ეს არის ძალიან უსამართლო ბრალდებები იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მედიაში ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

 “მე დავინტერესდი ამ საკითხით. ჩვენ ვალდებული ვართ, საზოგადოებას პასუხები გავცეთ, ხაზს ვუსვამ - საზოგადოებას, თუმცა, არა - იმ ადამიანებს, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს პოლიტიკოსები, რომლებმაც, ბევრი გაუაზრებელი ქმედებით, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს. ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ, თუ იქნება საკმარისი მასალა იმისთვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, ეს ასეც მოხდება და საზოგადოების კითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ, როგორც მე მეჩვენება, ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, როდესაც რაღაცას დაგაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გასცე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.