აქტუალური
საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:
5.7% - ით შემცირდა ექსპორტი. მათ შორის შემცირდა ფეროშენადნობების (-32.6%), მსუბუქი ავტომობილებისა (-24.5%) და სამკურნალო საშუალებების (-24.4%) ექსპორტი.
С ჰეპატიტის მედიკამენტების გამორიცხვით, შემცირებულია იმპორტის მოცულობაც (-10.6%). მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების (-20.2%), ნავთობის აირებისა (-28.6%) და მსუბუქი ავტომობილების (-15.3%) იმპორტში.
აზერბაიჯანში ექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირების გამო, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი გახდა.