უცხოეთი
აშშ–ის ნაკრებმა მკერდზე რუსეთის დროშის გამოსახულებიანი ფორმა მიიღო

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკელი სპორტსმენების გუნდის ფორმა, რომელიც რალფ ლოურენმა შექმნა, ადგილობრივმა მედიამ გააკრიტიკა. საქმე ისაა, რომ მაისურებზე რუსული დროშის ფერებია გამოსახული. თანაც, იმავე თანმიმდევრობით: თეთრი, ლურჯი და წითელი.

„ჩვენ არ გვჭირდება სხვა ქვეყნის დროშა ჩვენი სპორტსმენების ფორმებზე!“- ასეთი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში ოლიმპიურ ტანსაცმელს.

კონგრესის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჰარი რიდი კი წინადადებით გამოვიდა, რომ ფორმის მთელი პარტია დაიწვას. თუმცა, ამას არავინ გააკეთებს, რადგან ნაკრების ტანსაცმელი აშშ-ს მთავრობას ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა.