უცხოეთი
ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების ყველა წევრი დაკავებულია

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების ყველა წევრი ამ დროისთვის დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ავრცელებს.

 განცხადების თანახმად, სამართალდამცველებმა 30–31 ივლისს ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და გაათავისუფლეს ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფი იყო გამაგრებული.

 „სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა თანმიმდევრული და შეთანხმებული ქმედებებით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს იარაღის დაყრა აიძულეს. დაკავებულია 20 ტერორისტი. საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ტერიტორია მთლიანად არის გათავისუფლებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

 შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევნის პოლიციის განყოფილების შენობა 17 ივლისს აიღო შტურმით. ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჟირაირ სეფილიანის გადათავისუფლებას და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდა.