საზოგადოება
საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ბრიფინგი ამ თემაზე გუშინ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გამართა. მისი თქმით, კომისიამ სულ 1565 პირის საქმე განიხილა.
“ამ 226 მსჯავრდებულიდან 11 არის ქალბატონი, 3 მსჯავრდებული არის არასრულწლოვანი. 2016 წლის 18-დან 24 ივლისის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების კომისია. სულ განხილული იყო 1565 პირის საქმე. 154 მსჯავრდებული დღეს დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო დანარჩენ 72 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა“, - განმარტა ქორიძემ.