სამართალი
სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მცხოვრები ვახტანგ ხანგოშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია.

აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით.

განხორციელდა ვახტანგ ხანგოშვილის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.

დაკითხვის პროცესში დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.