პოლიტიკა
საქართველომ რუსეთში სულგუნის მიწოდებისათვის საწარმოების შემოწმება ითხოვა

  საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველომ “როსსელხოზნადზორს” თხოვნით მიმართა, ჩატარდეს იმ ქართული რძის გადამმუშავებელი საწარმოების შემოწმება, რომლებიც რუსეთში სულგუნის ექსპორტით არიან დაინტერესებული.

ეს თხოვნა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელ სერგეი დანკვერტთან სამუშაო შეხვედრისას გაახმოვანა.

მან აღნიშნ, რომ ქართული მცენარეული პროდუქციის რუსეთში მიწოდებისას პრობლემები არ არის. ხაზი გაუსვა, აგრეთვე, ქართველი ყველის მწარმოებლების დაინტერესებას რუსეთის ბაზარზე სულგუნის ექსპორტით. ამასთან დაკავშირებით ზურაბ ჩეკურაშვილმა როსსელხოზნადზორსრუსეთის ბაზრით დაინტერესებული ქართული რძის გადამმუშავებელი საწარმოების ინსპექტირება სთხოვა”, - ნათქვამია რუსული უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მან დაინტერესება გამოთქვა პირდაპირი კონტაქტების დამყარებით საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და „როსსელხოზნადზორის“ რეფერენტულ ლაბორატორიებს შორის. მხარეებმა იმსჯელეს, აგრეთვე რუსეთის საწარმოების მიერ საქართველოს ბაზარზე ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მიწოდებაზე.

ამასთან, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ რუსული პირუტყვი, კერძოდ, წითელ-ჭრელი, გაცილებით უფრო მდგრადია ამიერკავკასიაში გავრცელებული დაავადებების მიმართ, ვიდრე ევროპული ჯიშის საქონელი.

თავის მხრივ, სერგეი დანკვერტმა აღნიშნა რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ზრდა, რომლის მიწოდებაც “როსსელხოზნადზორის” ზედამხედველობით ხორციელდება. ქართულ ბაზარზე რუსეთიდან მარცვლეული, რძის პროდუქცია და საქონელი შემოდის.