აქტუალური
ძლიერი აფეთქება ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზასთან ახლოს, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ!

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. ავღანეთის დედაქალაქში, სასტუმროსთან, სადაც უცხოური სამხედრო პერსონალი და საერთაშორისო ორგანიზაციები იყო განთავსებული, საბარგო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

აფეთქება ბაგრამის ავიაბაზასთან ახლოს მოხდა. სამართალდამცველების განცხადებით, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სასტუმროს ტერიტორიაზე შეჭრაც სცადა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე დაჯგუფება თალიბანმა აიღო. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით, დაღუპულია ათობით ადამიანი, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.