აქტუალური
თურქეთში 7 ათასმა შეიარაღებულმა ძალოვანმა და მძიმე ტექნიკამ ავიაბაზა “ინჯირლიკს” ალყა შემოარტყა

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სამხედრო ობიექტის ყველა გამოსასვლელი და შესასვლელი ანტიტერორისტული ქვედანაყოფების თანამშრომლებმა დაბლოკეს მას შემდეგ, რაც თურქეთში შეიარაღებული გადატრიალების მეორე მცდელობის შესახებ შეიტყვეს.

 ავიაბაზა “ინჯირლიკი” ადანის პროვინციაშია განლაგებული, ეს ნატოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტია თურქეთში - აშშ-ს იქ 50-დან 90-მდე ერთეული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გადატრიალების მცდელობის დროს ძირითადი მოვლენები ანკარასა და სტამბულში ვითარდებოდა, 28 ივლისს ერდოღანის მომხრეებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამართეს და თურქეთის ხელისუფლებას ავიაბაზის დაუყოვნებლივ დახურვა მოსთხოვეს.