საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე 3 ბალის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 137 კილომეტრში მდებარეობდა.

აზერბაიჯანის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ იმიშლისთან მიწისძვრა 8 საათსა და 46 წუთზე მოხდა და ადგილზე მისი სიმძლავრე 5,3-ს შეადგენდა.

ინფორმაცია სტიქიით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.