აქტუალური
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია, ხოლო სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელები წარადგინა.

 გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია დაასახელა, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად - ქეთევან ციხელაშვილი.

 ახალმა მინისტრებმა საკუთარ ხედვაზეც ისაუბრეს.

 როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანამდებობები ოფიციალურად გუშინ დატოვეს.