უცხოეთი
ბუნდესტაგის ექსდეპუტატის განცხადებით, რუსული Су-24–ის განადგურებაში აშშ–ის ხელი ურევია

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა მოადგილემ და გერმანიის პარლამენტის ექსდეპუტატმა ვილი ვიმერმა განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში სირიის თავზე რუსული ბომბდამშენი Су-24–ის განადგურებაში აშშ–ისა და საუდის არაბეთის ხელი ურევია. ვიმერმა სააგენტო Sputnik–თან განაცხადა, რომ თვითმფრინავის განადგურების ოპერაციაში ერთი ამერიკული თვითმფრინავი და ერთიც საუდის არაბეთის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი მონაწილეობდნენ. „რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება ასე იოლი არ არის: აუცილებელია გამანადგურებლის მიმართვა მიზნისკენ“, – განაცხადა მან.

 სააგენტოს მოსაუბრის მონაცემებით, ამერიკული თვითმფირნავი კვიპროსიდან გაფრინდა, მეორე კი საუდის არაბეთში მდებარე ბაზიდან. მან განმარტა, რომრომ ნატოს აქვს რეგლამენტი იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ იმოქმედოს საზღვრის დარღვევის შემთხვევაში. როგორც წესი, დამრღვევ თვითმფრინავთან კონტაქტს სამოქალაქო ორგანოები ამყარებენ, ხოლო თუ ეს არ შველის, მაშინ საქმეში სამხედროები ერთვებიან. „მათ ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, იმიტომ, რომ მისი ჩამოგდება სურდათ“, – აღნიშნა ვიმერმა.