საზოგადოება
„თუნდაც იმიტომ, რომ კვლევებში მოხსენიებული არ ვართ, ჩანს, რომ კვლევა გაყალბებულია“ - მეჭიაური NDI-ს კვლევაზე

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. პარტიის “ერთიანი აქართველოსთვის– თამაზ მეჭიაური ლიდერი თამაზ მეჭიაური ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ეხმაურება.

 „თუნდაც იმიტომ, რომ ამ კვლევებში მოხსენიებული არ ვართ ჩვენ, აქედანვე ჩანს, რომ ეს კვლევები არის გაყალბებული და არის მხოლოდ და მხოლოდ სურვილების გადმოცემა “ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტებისა, რომელიც ამჟამად თანხვედრაშია “ქართული ოცნების სურვილებთან და ოცნებებთან“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 შეგახსენებთ, რომ NDI-მ 29 ივლისს საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, ხოლო 26% - “ნაციონალურ მოძრაობას.